არჩილ თალაკვაძე: ვიზა-ლიბერალიზაციასთან ერთად, გვაქვს მკვეთრად დადებითი ტენდენციები ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით
28-02-2017, 09:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ვიზა-ლიბერალიზაციასთან ერთად, გვაქვს მკვეთრად დადებითი ტენდენციები ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ის ეკონომიკური და ფისკალური რეფორმები, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ 2016 წლის დეკემბერში არის პრაგმატული, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. ეს უკვე გვაჩვენა იანვრის თვის ეკონომიკურმა ტენდენციებმა,“ - პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

 

უმრავლესობის ლიდერმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის პარამეტრები, სადაც მნიშვნელოვანი წინსვლა აღინიშნება. მისი განცხადებით, „The Herritage Foundation”,- ის შეფასების მიხედვით, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით 186 ქვეყანას შორის მე-13 ადგილს იკავებს.

 

 

„2017 წლის იანვარში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 5,25% შეადგინა, რაც ძალიან დადებითი მაჩვენებელია. 45%-ით არის გაზრდილი საქართველოდან საქონლის ექსპორტი, რაც მნიშვნელოვანია შემოსავლების მიღების თვალსაზრისით. ასევე არის კიდევ ერთი ინდიკატორი, ეს არის ახლად შექმნილ საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებელი, რომელიც გაზრდილია 33%-ით. აქვე უნდა გითხრათ, რომ წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იანვრის თვეში ტურისტების ნაკადი საქართველოში 32%-ით არის გაზრდილი.“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 


უმრავლესოსბის ლიდერის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი ეკონომიკისგან და ქმნის კიდევ უფრო ხელსაყრელ გარემოს ინვესტიციებისთვის.

 

 

„ბუნებრივია, ეს პირდაპირ ნიშნავს მეტ შემოსავალს, მეტ დოვლათს საქართველოს ოჯახებში, თითოეული მოქალაქის შემოსავლებში. ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი ეკონომიკისგან, რომ ის რეფორმები და ცვლილებები, რასაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი, იყო სწორი, შედეგზე ორიენტირებული და მთავრობას აძლევს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ ოთხპუნქტიანი გეგმა განახორციელოს სწრაფად და ეფექტურად“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პროგნოზები იმის შესახებ, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, დადებითია და ამას ხელს ის მსხვილი პროექტები შეუწყობს, რომელთა განხორციელება გაზაფხულზე დაიწყება.

 

 

„ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ პროგნოზები და მოველით, რომ ეს ტენდენციები იქნება შენარჩუნებული და ეკონომიკური განვითარების ტემპები არ შენელდება. ამისთვის მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი. ის დიდი მასშტაბის პროექტები, რომელთა განხორციელება იწყება უკვე გაზაფხულზე, ხელს შეუწყობს ამ ტენდენციების კიდევ უფრო გაუმჯობესებას“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

 


უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის ასეთი ტენდენცია მნიშვნელოვანი სიგნალია უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში მსხვილი ინვესტიციების განსახორციელებლად.

 

 

„ცალსახად უნდა ითქვას, რომ ამ მონაცემებს აკვირდებიან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ის ორგანიზაციები და ქვეყნები, რომლებიც ინვესტიციების განხორციელებით არიან დაინტერესებულნი. ბუნებრივია, მათთვის ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ საქართველო არის ძალიან ხელსაყრელი, საიმედო და სტაბილური ქვეყანა ინვესტიციების განსახორციელებლად.“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი