საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაეროს ადამიანის უფლებათა 34-ე სესიის ფარგლებში შეხვდა პანამის დელეგაციას, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარია ლუიზა ნავარო ხელმძღვანელობდა.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და პანამას შორის არსებული წარმატებული პოლიტიკური ურთიერთობები, ხაზი გაესვა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატის მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
მინისტრმა აღნიშნა ორი ქვეყნის საერთო მახასიათებელი - სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის სახით და მხარეებმა გამოხატეს დაინტერესება ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების თაობაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტმა პანამის დელეგაციას გააცნო საქართველოში არსებული ეკონომიკური და საინვესტიციო გარემო, რაც შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს პანამური ბიზნესისთვის. შეხვედრაზე ასევე გამოითქვა მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მიმართულებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.