საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყატარელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა
28-02-2017, 10:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყატარელ კოლეგასთან, სოლთან ბინ საად ალ მურაიხისთან შეხვედრა გამართა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოსა და ყატარის თანამშრომლობას, როგორც ორმხრივი მიმართულებით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. განსაკუთრებით აღინიშნა 5-6 თებერვალს, ყატარში საქართველოსა და ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გამართული პირველი პოლიტიკური კონსულტაციები, რომლის ფარგლებშიც დაისახა თანამშრომლობის გაღრმავების გზები მრავალი მიმართულებით.

 

 

მინისტრებმა მიმოიხილეს ეკონომიკის სფეროში არსებული ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები. აღინიშნა საქართველოს დადებითი საინვესტიციო გარემო და ის შესაძლებლობები, რასაც ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება აძლევს, როგორც საქართველოს, ასევე მის პარტნიორ სახელმწიფოებს. ყატარის მხრიდან დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს მაღალ პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში და იმ უსაფრთხო გარემოს, რაც მთავარ პირობას წარმოადგენს ინვესტიციებისა და ბიზნესის განვითარებისთვის. ყატარის მხარემ გამოხატა დაინტერესება, საფუძვლიანად გაეცნოს მთავრობის რეფორმების პაკეტს, მათ შორის ბიზნესის მომსახურების გაუმჯობესების და სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

 

 

მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მაღალ დინამიკას, რის წინაპირობაც ყატარსა და საქართველოს შორის რეგულარული ფრენები წარმოადგენს, დადებითად შეფასდა მხარეების გადაწყვეტილება ყატარსა და საქართველოს შორის ყოველდღიური ფრენების განხორციელების თაობაზე.

 

 

აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა. ყატარის მხარე მიესალმა საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებას დოჰას ფორუმის ფარგლებში ეწვიოს ყატარს. მინისტრმა კოლეგას ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი