ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ მთავარი პროკურატურის შენობა დატოვა. მიტროპოლიტი პროკურატურის შეკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კითხვებს პასუხები შეძლებისდაგვარად გასცა.
„კარგი იქნებოდა, რომ ჩემამდე ყველაზე დიდი განცხადების ავტორები დაეკითხათ - ვგულისხმობ ქვეყნის პირველ პირებს, რომლებმაც ასე გააზვიადეს და გაუგებრობაში შეიყვანეს ქართული მოსახლეობა", - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ, რომლის თქმითაც, დაკითხვაზე საუბარი ესემეს-მიმოწერაზეც იყო.
„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მიტროპოლიტმა ტელეკომპანიას პროკურატურაში მისვლამდე, სატელეფონო მიმოწერის ამსახველი ფოტოები მიაწოდა. სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, ჩანაწერში უცნობი პირი მეუფეს აფრთხილებს და გამოძიებასთან თავის შეკავებას ურჩევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.