თბილისის მერიის ცნობით, 1-ლი მარტიდან „მანის“ მარკის ახალი ავტობუსები N87 წრიულ მარშრუტზე (ბარათაშვილი-საბურთალო-ვაკე-ბარათაშვილი) იმოძრავებს და ერთ წრეზე, 240-ის ნაცვლად, 425 მგზავრის გადაყვანას შეძლებს. გამოთავისუფლებული ყვითელი ავტობუსები სხვა მარშრუტებზე გადანაწილდებიან.
ახალი ავტობუსების პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსთან მამუკა მუმლაძესთან და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორთან ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად დაესწრო.
„თბილისის მერია აგრძელებს ავტობუსების პარკის ჩანაცვლების პროცესს, რომლის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა უბნის სამარშრუტო ხაზებზე, განსაკუთრებით შორ დისტანციებზე, ყვითელი „ბოგდანების“ თანამედროვე ლურჯი ავტობუსებით ჩანაცვლება მიმდინარეობს. ამჟამად, N1 ავტობაზაზე წარმოდგენილია „მანის“ ავტობუსების ახალი ნაკადი, რომელთა გაშვება მოხდება წრიულ სამარშრუტო ხაზზე. აღნიშნული ავტობუსები ბარათაშვილის ხიდიდან მოემსახურება ვაკის და საბურთალოს ტერიტორიებს“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ახალ ავტობუსებში, ძველ სალარო აპარატებთან ერთად, გადახდის ახალი სისტემა მოქმედებს. ახალი სალარო აპარატის მეშვეობით ბილეთის ბეჭდვა არ ხორციელდება, მგზავრობის საფასურის გადახდა კი „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერი ბარათის, „მეტრომანისა“ და სხვა შეღავათიანი სატარიფო ბარათებითაა შესაძლებელი. მგზავრობის საფასური სტანდარტული 50 თეთრი იქნება. ასევე, ძალაში რჩება მერიის მიერ მგზავრობისას დაწესებული შეღავათები.
როგორც ცნობილია, დედაქალაქის მერიამ „მანის“ მარკის 143 ავტობუსი შეიძინა და მათი თბილისში მოწოდება მიმდინარე წლის მარტში დასრულდება.
დღეისათვის ეკოლოგიური - CNG ძრავაზე მომუშავე, შშმ პირებზე ადაპტირებული და ევროსტანდარტების ახალი ლურჯი ავტობუსები N37, N51 და N61 მარშრუტებს ემსახურებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.