სენაკში დაკარგულ 8 წლის ბიჭს მდინარე ტეხურაში ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ
01-03-2017, 03:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სენაკში დაკარგულ 8 წლის ბიჭს მდინარე ტეხურაში ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. დაკარგული მოზარდის მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილი ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა მოკლა და ცხედარი მდინარე ტეხურაში გადააგდო.

 

 

როგორც Guardian.ge-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ოჯახთან დაახლოებული პირი დაკავებულია.

 

 

„ბავშვის გაუჩინარების დღეს, ეჭვმიტანილი და დაკარგული ბიჭის მამა ერთად იყვნენ სუფრაზე. აღნიშნულ პირს, სავარაუდოდ, ფსიქიური პრობლემები აქვს", - აცხადებენ ადგილობრივები.

 

 

მათივე ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ქუთაისი-ზუგდიდის ავტომაგისტრალზე, სენაკის შესასვლელთან - მდინარე ტეხურას ზუსტად იმ მონაკვეთში მიმდინარეობს, რომელ მონაკვეთზეც ეჭვმიტანილმა მიუთითა, რომ ცხედარი წყალში ჩააგდო.

 


შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე "სისხლის სამართლის საქმე" აღძრულია 129-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შეუტყობინებლობას სათანადო დაწესებულებისთვის ან პირისთვის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი