პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეოთხე სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს განიხილავს, დღეს მორიგი სხდომა გამართა.
როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, წინა შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე, დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილია გადამუშავებული ვარიანტები.
„დღეს იმართება მეოთხე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. ვიწყებთ მეორე რაუნდს ამ შეხვედრების. როგორც მოგეხსენებათ, წინა შეხვედრაზე გამოითქვა კონკრეტული მოსაზრებები როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის თავთან, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონთან და პირველი თავის შესაბამის მუხლებთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე, წარმოდგენილია გადამუშავებული ვარიანატები როგორც 7¹ თავის, ასევე, კონსტიტუციური კანონის და ალტერნატივები პირველ თავთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სამუშაო ჯგუფმა დღევანდელი სხდომა ადგილობრივი თვითმმართველობის თავის განხილვით დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.