გიორგი ქადაგიძე: ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო უნდა გაუფასურდეს, ამის ნიშნები დღეს არ არის
25-03-2015, 06:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ეროვნული ბანკი ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას არ ელოდება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ლარის კურსის გაუფასურებით დაზარლდნენ ყველაზე მოწყვლადი ნაწილი მოსახლეობის, ვისაც სესხები აქვთ დოლარში. მათ, პრაქტიკულად, პირდაპირპროპორციულად გაუძვირდათ სესხის ტვირთი. ქადაგიძის თქმით, მოსახლეობის ეს ნაწილი ამ პროცესებს ყველაზე მტკივნეულად აღიქვამს. ქადაგიძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სავალუტო შემოდინებები აღდგეს.


"ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სავალუტო შემოდინებები აღდგეს, გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც თავისთავად რეალური შემოსავლების ზრდაში გამოიხატება. სამწუხაროდ, სხვა რეცეპტი არ არსებობს და ახლა არის დრო სწრაფი და ეფექტური ქმედებების. ეს არის მთავარი რაც ახლა უნდა გაკეთდეს", - განაცხადა ქადაგიძემ.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებაში თითქმის 30%-ით გაუფასურდა.


"ეს გაუფასურება, რა თქმა უნდა, უკვე იწყებს მოქმედებას და ჩვენი საგადამხდელო ბალანსის კორექტირებას აკეთებს. ჩვენ არ ვფიქრობთ, სხვა თანაბარ პირობებში კურსი კიდევ უფრო უნდა გაუფასურდეს, ამის ნიშნები დღეს არ არის, მაგრამ ახლა საჭიროა ქმედებები, რომლის შედეგი იქნება განეიტრალება და შემსუბუქება იმ ზიანის, რომელიც მიიღო მოსახლეობის იმ ნაწილმა რომელზეც მქონდა საუბარი", - განაცხადა ქადაგიძემ.


მისივე თქმით, ის დანაკლისი რომელიც ქვეყანამ სავალუტო შემოდინებებით მიიღო, კურსში უკვე აისახა.


"ზოგადად, თებერვალ-მარტი ყოველთვის არის რთული თვეები ჩვენი ეკონომიკის ციკლებიდან გამომდინარე. ჩვენ შევალთ ტურისტულ სეზონში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, შემოდინებები სეზონურად გაიზრდება, მაგრამ ფუნდამენტურად სხვა ტიპის გადაწყვეტილებებია საჭირო", - განაცხადა ქადაგიძემ.


მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ელოდება, რომ მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი შესრულდება წლის მეორე ნახევარში და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ 5%-იან ნიშნულს მიაღწევს. 

 


"მიუხედავად იმისა, რომ რიგ პროდუქტებზე ფასები გაზრდილია, იმის გამო, რომ ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას ჰქონდა ადგილი, სწრაფად ინფლაციის იმპორტს ჩვენ არ ვაკეთებთ, ამიტომ ვაკვირდებით მოვლენებს. რამდენიმე საათში იწყება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა სადაც ამ ყველაფერზე დეტალური მსჯელობა გვექნება და შემდეგ განცხადებას გავავრცელებთ", - განაცხადა ქადაგიძემ.

 
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ მიაღწია უკვე იმ ზღვარს როდესაც საგადამხდელო ბალანსის ახალი ნიშნულის დაფიქსირება ხდება.


"ამ პროცესებთან და სეზონურ ფაქტორებთან ერთად რყევები შემცირდა და შეინიშნება შედარებით უფრო სტაბილური სიტუაცია", - განაცხადა ქადაგიძემ.

 

 

კომენტარები: 3
#3   tech
      
The next time I read a blog, I hope that it doesnt disappoint me as much as this one. I mean, I know it was my choice to read, but I actually thought you have something interesting to say. All I hear is a bunch of whining about something that you could fix if you werent too busy looking for attention. บาคาร่า99
7 ივნისი 2022 23:37
#2   tech
      
Took me time to understand all of the comments, but I seriously enjoyed the write-up. It proved being really helpful to me and Im positive to all of the commenters right here! Its constantly nice when you can not only be informed, but also entertained! I am certain you had enjoyable writing this write-up. objectives of working capital management pdf
14 მაი 2022 19:27
#1   tech
      
Glad to chat your blog, I seem to be forward to more reliable articles and I think we all wish to thank so many good articles, blog to share with us. ufabet เว็บตรงไม่มีขั้นต่ำ
22 აპრილი 2022 05:01
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი