პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის ერთერთი მთავარი თემა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ე.წ. „ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების“ განხორციელებით რუსეთის ფედერაციამ დაიწყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესი. ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ დაანონსებული რეფერენდუმის ჩატარებას, მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები ექნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისათვის.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო ანექსიის თავიდან აცილების მიზნით, უკიდურესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი კვლავ მიუწვდომელი რჩება საერთაშორისო თანამეგობრობისათვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს ადგილზე, რომელსაც მიუხედავად მისი მანდატისა, ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის უფლებას არ აძლევენ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს იქ არსებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებათა მიმართულებით.
საქართველოს პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.