დღევანდელი ხელმოწერა არის ისტორიული დღე ყველა ჩვენგანისთვის, როგორც საქართვლოს, ასევე ევროპის მოქალაქეებისთვის, - აღნიშნული განცხადება ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტარმა, მარიამ გაბრიელმა გააკეთა.
მისი თქმით, ეს არის ოფიციალური აღიარება საქართველოს ხელისუფლებისა და მოქალაქეების მიერ გაწეული ძალისხმევის.
„ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი, რომ ძლიერდება ჩვენი პარტნიორობა. ევროპარლამენტი დღეს ნათლად გამოხატავს საქართველოს მიმართ მხარდაჭერას. საქართველო არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი აღმოსავლეთ სამეზობლოში და ასე რომ, მოდი ერთად ვიაროთ საერთო ევროპულ გზაზე ღირებულებების გასაზიარებლად და ჩვენი კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გასაძლიერებლად", - განაცხადა მარია გაბრიელმა.
ევროპარლამენტში დღეს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
საქართველოს მთავრობის მეთაური ბრიუსელში იმყოფება.
საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. განახლებული რეგულაცია რამდენიმე დღეში ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში კი, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.