ანდრეი მამიკინსი: ვულოცავ საქართველოსა და ქართველ ხალხს - ეს არის მორიგი ნაბიჯი რომ კიდევ უფრო დაუახლოვდეთ ევროკავშირს
01-03-2017, 05:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვულოცავ საქართველოსა და ქართველ ხალხს - ეს არის მორიგი ნაბიჯი რომ კიდევ უფრო დაუახლოვდეთ ევროკავშირს, - აღნიშნული განცხადება ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტარმა, ანდრეი მამიკინსმა გააკეთა.

 

 

„ჩემი აზრით, ეს არის მთავარი მამოძრავებელი ხალხთაშორის კონტაქტისთვის, ვაჭრობისთვის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან პოზიტიური ნიშანი და პოზიტიური გადაწყვეტილება. რაც შეეხება საქართველოს სრულ წევრობას ევროკავშირში, ვიცი რომ ქართულ მედიაში ეს ნომერ პირველი შეკითხვაა. ჩვენ ყველას გვახსოვს ევროკომისიის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჟან კლოდ იუნკერის განცხადება, რომ მისი მანდატის პერიოდში ევროკავშირის გაფართოება არ მოხდებოდა, მაგრამ ასევე ყველამ წავიკითხეთ გერმანულ პრესაში მისი ბოლო ინტერვიუც, სადაც ამბობს, რომ ეს საკმარისია მისი პოლიტიკური კარიერისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ 2019 წლის ნოემბერში ჩვენ, შესაძლოა, გვყავდეს ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი და შესაძლოა, სრულიად ახალი ვექტორი ვიხილოთ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში", - განაცხადა მამიკინსმა.

 

 

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

 

 

საქართველოს მთავრობის მეთაური ბრიუსელში იმყოფება.

 

 

საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. განახლებული რეგულაცია რამდენიმე დღეში ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში კი, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი