უკრაინელი მაღალჩინოსნები მთავრობის სხდომაზე, პირდაპირ ეთერში დააკავეს
25-03-2015, 07:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი სერგეი ბოჩოვსკი და მისი მოადგილე ბასილ სტოეცკი დღეს, მთავრობის სხდომაზე დააკავეს.


მათ ბრალი თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და დეპარტამენტში კორუფციული სქემების ჩამოყალიბებაში ედებათ.


მაღალჩინოსნები მთავრობის სხდომიდან ხელბორკილებით გაიყვანეს.


უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენ იაცენუკის განცხადებით, დაკავების ასეთი ფორმა არა სპექტაკლი, არამედ პრევენციული ღონისძიებაა.


„ეს დადგმული სპექტაკლი არ არის – ეს „ვაქცინაცია“ (პრევენციული ღონისძიებაა) და ასეთი საჯაროობა საჭიროა“, – განაცხადა იაცენუკმა.


წინასწარი გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულების მიერ კორუფციული გარიგებები სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში ხდებოდა.


როგორც მთავრობის სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, დაკავებულებს ბრალი 208 მუხლით წარედგინათ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი