ალექსანდრე ლუკაშენკო: მინდა ვუთხრა ჩვენ მეგობარ ქართველებს - თქვენ არასოდეს ყოფილხართ ჩვენთვის უცხო.... ყოველთვის უდიდეს პატივს ვცემთ ქართველ ხალხს და მის კულტურას
01-03-2017, 09:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, ერთობლივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდგომ მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლიდერებმა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში განხილული საკითხების შესახებ ისაუბრეს.

 


გიორგი მარგველაშვილმა ბელარუს კოლეგას და ხალხს მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა.

 


„ჩვენ განვიხილეთ ის ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომელიც საქართველოში თქვენმა ვიზიტმა შექმნაქართულ-ბელარუსულ ურთიერთობებში.

 


თქვენი ვიზიტის შემდეგ საქართველოში გაიხსნა ბელარუსის რესპუბლიკის საელჩო, აქტიურად დაიწყო განვითარება ვაჭრობის სფეროში ურთიერთობებმა, გაიზარდა ტურისტების რიცხვი.

 


მიხარია, როცა მესმის, რომ ბელარუსი მომავალშიც მზად არის გააღრმავოს ურთიერთობა საქართველოსთან და გამოიყენოს მთელი ის პოტენციალი, რომელიც არსებობს ჩვენს ერებში, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა.

 


ჩვენ მიმოვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები წარმოების სხვადასხვა სფეროებში, ვაჭრობის ზრდა, ტურისტების რაოდენობის ზრდა, კულტურისა და განათლების სფეროებში ჩვენი თანამშრომლობის შესაძლებლობათა გაღრმავება.

 


დღეს მთავრობის წევრებმა და ჩვენ ხელი მოვაწერეთ ახალ დოკუმენტებს, რომლებიც მეტ შესაძლებლობებს შექმნიან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

 


ნება მომეცით, მადლობა გითხრათ იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბელარუსი ქართული სახელმწიფოსთვის ახორციელებს და დაგარწმუნოთ, რომ ქართულ-ბელარუსული ურთიერთობები მომავალშიც კიდევ უფრო გაღრმავდება.

 


გმადლობთ ამ ძალიან საინტერესო და ინტენსიური დიალოგისთვის, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ დიალოგს სერიოზული პოტენციალი გააჩნია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 


როგორც ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, კავკასიის რეგიონში საქართველო ბელარუსისათვის პერსპექტიულ და მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობები 20 წელიწადზე მეტს ითვლის.

 


„ჩვენ ვენდობით ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ, რომ ბელარუსის საელჩოს გახსნა საქართველოში დაეხმარება ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას.

 


ბოლო დროს სამთავრობო კონტაქტები გააქტიურდა. ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართულ- ბელარუსული სამთავრობოთაშორისი კომისიები. ასეთი მჭიდრო ურთიერთობები გვაძლევს კონკრეტულ შედეგებს სავაჭრო- ეკონომიკურ სფეროში.

 


ამ რთული სიტუაციის მიუხედავად, ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა, 2016 წელთან შედარებით, 63%-ით გაიზარდა და 5 წელიწადში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ეს ტვირთბრუნვა უკვე 110 მილიონს უახლოვდება.

 


ამ მთიან და მზიან რეგიონში ძალიან კარგად იცნობენ ჩვენს ნაწარმს, ძალიან კარგად მუშაობს ასევე პროდუქტებისა და ავეჯის მაღაზიები.

 


პრეზიდენტთან საუბრისას ჩვენი ურთიერთობის ახალი სპექტრი განვიხილეთ, ესაა აგრომრეწველობა, სპორტული ნაგებობების მშენებლობა და კომუნალური ტექნიკის წარმოება.

 


ჩვენი ქვეყანა დაინტერესებულია იმაშიც, რომ გააფართოვოს ღვინის და ხილის იმპორტი. ასევე ჩვენ ვსაუბრობდით ბელარუსის ტერიტორიაზე ერთიანი საწარმოების შექმნაზე...

 


ძალიან ხშირად საქართველოს კურორტებს ირჩევენ ჩვენი მოქალაქეები, თითქმის 30 %-ით გაიზარდა დამსვენებელთა რიცხვი, ბელარუსს უკავია მე-11 ადგილი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ეწვივნენ საქართველოს და როგორც ჩანს ძალიან კარგი პერსპექტივები გვაქვს მომავალშიც.

 


მინდა ვუთხრა ჩვენ მეგობარ ქართველებს, რომლებიც დღეს, ან ხვალ მოისმენენ ჩემს გამოსვლას, რომ თქვენ არასოდეს ყოფილხართ ჩვენთვის უცხო. საქართველოს 15 ათასამდე მოქალაქე დაიღუპა ბელარუსში ფაშიზმთან ბრძოლაში და ჩვენ ყოველთვის უდიდეს პატივს ვცემთ ქართველ ხალხს და მის კულტურას.

 


თქვენ არასოდეს ყოფილხართ ჩვენთვის უცხო... ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ძმებისათვის - ქართველი ხალხისათვის“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი