საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე განცხადება გააკეთა.
„მე მინდა მივულოცო ჩვენ მოქალაქეებს ეს წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპაში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს არის ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს, საქართველოს მეგობართა ერთობლივი მიღწევა. ამ ნაბიჯის შედეგად, ჩვენ ბევრად მეტი შესაძლებლობა გვეძლევა ევროპაში ინტეგრაციის და იმ მთავარი მიზნის მიღწევის, რომლისთვისაც ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება ერთობლივად მუშაობს და რომელიც ევროპაში სრულ ინტეგრაციას გულისხმობს", - განაცხადა პრეზიდენტმა, რომელიც ვიზიტად ბელარუსში იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.