საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დელეგაციასთან ერთად, მინსკში გამარჯვების მონუმენტი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი მონუმენტთან მინსკის მერთან, ანდრეი შორეცთან ერთად იმყოფებოდა.
საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნების შესრულების შემდეგ დელეგაციის წევრებმა მარადიული ცეცხლის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
საქართველოს პრეზიდენტმა კულტურული ღონისძიებების ფარგლებში „დიდი სამამულო ომის“ ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო მუზეუმიც დაათვალიერა სადაც ქვეყნის პირველ პირს და დელეგაციას სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა დიმიტრი შლახინმა პირადად უმასპინძლა.
მუზეუმის დათვალიერების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.