საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და კოსტა რიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში გაიმართა.
საგარეო უწყების ცნობით, მიხეილ ჯანელიძემ და მანუელ გონზალეს სანზიმ მიმოიხილეს როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში ორი ქვეყნის თანამშრომლობა და გამოთქვეს დაინტერესება ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს, არსებულ საინვესტიციო გარემოს და იმ ახალ შესაძლებლობებს რაც საფუძველს ქმნის ქვეყნებს შორის სავაჭრო და ბიზნეს კავშირების განსავითარებლად.
კოსტა რიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა დაინტერესება მიმდინარე წელს ეწვიოს საქართველოს და ადგილზე გაეცნოს ქვეყნის წარმატებას მრავალი მიმართულებით.
მინისტრებმა განიხილეს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის შესაძლებლობა.
შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ბოლო განვითარებებს, კოსტა რიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დაინტერესდა რეგიონში შექმნილი ვითარებით. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგას ასევე ინფორმაცია მიწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.