ირაკლი ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებს
25-03-2015, 09:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ირაკლი ალასანია პროკურატურას თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე მომუშავე ექსპერტის, ავთანდილ გუმთაიშვილის “გატაცებასა” და მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს.


როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, ექსპერტი, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით საექსპერტო დოკუმენტი შეიმუშავა, დღეს სასამართლოსთვის მის წარდგენაზე უარს აცხადებს.

 
“გუშინ, სავარაუდოდ, ტელევიზიით ჩემი გამოსვლის შემდეგ პროკურატურამ შეიძლება ითქვას, გაიტაცა ავთანდილ გუნთაიშვილი და სასწრაფოდ წაიყვანა პროკურატურაში. ეს არის ექსპერტი, ტექნიკოსი, რომელიც ადეკვატურ, სწორ შეფასებებს აძლევდა მოვლენებს და,  რომელმაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე ექსპერტული დოკუმენტი შექმნა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ის ზეწოლის ქვეშ აიძულეს,  უარი ეთქვა საკუთარ საექსპერტო დასკვნაზე. ეს არის პროკურატურის სირცხვილი, ეს არის სირცხვილი ივანიშვილის. დარწმუნებული ვარ, სასამართლო პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე მან გადადგა ეს ნაბიჯი და მე ამას ასე არ დავტოვებ”, – განაცხადა ალასანიამ და დასძინა, “უნდა დადგინდეს,  რატომ მოხდა შუაღამით ექსპერტის გატაცება, მისი მიყვანა პროკურატურაში, რის შემდეგაც მან სასამართლოსთვის მის მიერვე მომზადებული საექსპერტო დასკვნის მიცემაზე უარი თქვა. ეს არის თეთრი ძაფით ნაკერი საქმე. ეს არის ძალადობა, რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა იქნას შესწავლილი და გამოკვლეული. ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლა არაფერი იცვლება. ისევ პროკურატურა არის გამოყენებული ზეწოლის და პოლიტიკური წნეხის ინსტრუმენტად. ამაზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას”, – აღნიშნა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი