გიორგი კვირიკაშვილი: ეს შედეგი მთელ საქართველოს ეკუთვნის, კიდევ ერთხელ გილოცავთ გუშინდელ დღეს
02-03-2017, 03:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს შედეგი მთელ საქართველოს ეკუთვნის, კიდევ ერთხელ გილოცავთ გუშინდელ დღეს! - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ფაქტს. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში და აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოს უდიდესი წარმატება.

 


„ევროპამ კარი გაუღო საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის დიდი ნდობის გამოხატულება და მინდა ყველა თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ. ეს არის დიდი შრომის შედეგი, მათ შორის ჩემი წინამორბედი პრემიერ-მინისტრის დროს - ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის პერიოდში შესრულდა ტექნიკური გეგმის დიდი ნაწილი. ეს პროცესი დაიწყო 2012 წელს, როდესაც მივიღეთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ჩვენი დიდი წარმატება! ასევე უნდა ითქვას, რომ ეს არის მთელი 25 წლის განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, არაერთი ადამიანის გმირული მოღვაწეობის შედეგი. მათ შორის, რა თქმა უნდა, უნდა მოვიხსენიოთ ის ადამიანები, რომელთაც თავი დადეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და სიცოცხლე შეწირეს მას. მართლაც, მუდამ უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ თანმიმდევრულობას, თავდადებულ შრომას ყოველთვის მოაქვს ძალიან დიდი შედეგი,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი