დავით ბაქრაძე: „რუსთავი 2" იყო გამარჯვებული ხალხის ტელევიზია, დღეს ის არის გაჭირვებული ხალხის ტელევიზია
02-03-2017, 05:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რუსთავი 2" იყო გამარჯვებული ხალხის ტელევიზია, დღეს ის არის გაჭირვებული ხალხის ტელევიზია, - აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ უზენაეს სასამართლოსთან „რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე გააკეთა.

 

მისი თქმით, „რუსთავი 2"-ის დაცვით ის არა ტელეკომპანიას, არამედ ქვეყნის და საკუთარ მომავალს იცავს.

 

 

„ეს არ არის „რუსთავი 2"-ის დაცვის დღე, დღევანდელ დღეს აქ მოსვლით მე ვიცავ ჩემს საკუთარ საქართველოს, ვიცავ ჩემს საკუთარ მომავალს და ვიცავ იმას, რომ საქართველოს ჰქონდეს უკეთესი ხვალინდელი დღეს პერსპექტივას რომ საქართველოში არსებობდეს განსხვავებული აზრი, რომ საქართველოში იყოს კრიტიკული და თავისუფალი მედია.... უნდა გვესმოდეს რომ რუსთავი 2"-ის გაჩუმებით ამ ქვეყანაში ჩუმდება ის მთავარი სატელევიზიო არხი, რომელიც საუბრობს თქვენს პრობლემებზე, თქვენს გაჭირვებაზე. რომელიც საუბრობს იმაზე როგორ გატყუებთ მთავრობა, როგორ იწყობს ცხოვრებს ხელისუფლება პრემიებით, დანამატებით, თანამდებობებით და როგორ არ ზრდის პენსიას, სოციალურ დახმარებას, არ ასრულებს დაპირებებს. ამას კარგავთ თქვენ,“-მიმართა ბაქრაძემ მოსახლეობას.„რუსთავი 2 15 წლის წინ იყო გამარჯვებული ხალხის ტელევიზია, მაგრამ დღეს „რუსთავი 2" არის გაჭირვებული ხალხის ტელევიზია, იმიტომ, რომ არის ერთადერთი არხი, რომელიც ამ ქვეყანაში საუბრობს ხალხის გაჭირვებაზე,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი