საქართველო-ბელარუსის ურთიერთობებში ძირითად პრიორიტეტად ეკონომიკური მიმართულება განისაზღვრა
02-03-2017, 06:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველო და ბელარუსი ადასტურებენ, რომ დაინტერესებულნი არიან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებით და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით.

 


აღნიშნული საკითხები განიხილა დღეს ბელარუსში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა გიორგი მარგველაშვილმა ბელარუსის პრემიერ მინისტრ ანდრეი კობიაკოვთან როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებზე.

 


შეხვედრისას ეკონომიკური თანამშრომლობის კომპლექსური გეგმა და ის დადებითი ტენდენციები განიხილეს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ბიზნესის მიმართულებებით გამოიკვეთა. აღინიშნა, რომ ბელარუსი საქართველოსათვის ერთერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორს წარმოადგენს.

 


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალ, სამართლიან და მდგრად განვითარებაზე. საქართველოს მიზანია, ინტეგრაცია მოახდინოს მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში.

 


პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოზე, როგორც ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო და ლოგისტიკურ რეგიონულ ცენტრზე.

 


საქართველო მზადაა საერთაშორისო ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხროციელების მიზნით, ბელარუსის რესპუბლიკას საკუთარი სატრანზიტო-ლოგისტიკური შესაძლებლობები შესთავაზოს.

 


თავის მხრივ, ბელარუსი დაინტერესებულია საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობით და იმ შესაძლებლობებით, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებითა (DCFTA) და სხვა რეგიონებთან აქტიური თანამშრომლობით ქმნის პარტნიორებისათვის.
საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ჩინეთთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასაც, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის ზაფხულში შევა.

 


საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ღიაა ბელარუსულ კომპანიებთან თანამშრომლობისათვის და თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით მზადაა ხელი შეუწყოს მათ საქმიანობას საქართველოში.

 


მხარეებმა დადებითათ შეაფასეს ტურიზმის მიმართულებით ბოლო ორი წლის მანძილზე გაუმჯობესებული მაჩვენებლები.

 


ანდრეი კობიაკოვის განცხადებით, ორმხრივი შეთანხმებები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ინვესტიციების ზრდასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას.

 


ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა საქართველოს სახელმწიფო მეთაურს დელეგაციასთან ერთად სამუშაო სადილზეც უმასპინძლა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი