ნიკა გვარამია: ქიბარ ხალვაშო, არც ერთ შემთხვევაში შენ საქართველოს, თავისუფალ სიტყვას, მის ევროინტეგრაციულ გზას, ივანიშვილის მონავ, არავინ გაგაჩერებინებს
02-03-2017, 06:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე მინდა ვუთხრა ყველა დროის იუდას - ქიბარ ხალვაშო, არც ერთ შემთხვევაში შენ საქართველოს, თავისუფალ სიტყვას, მის ევროინტეგრაციულ გზას, ივანიშვილის მონავ, არავინ გაგაჩერებინებს, - აღნიშნული განცხადება „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ უზენაეს სასამართლოსთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

 

მისი თქმით, „რუსთავი 2" კანონიერ გადაწყვეტილებას ითხოვს.

 

 

"ყველა კარი, რომელიც გაღებულია, ერთ დღეს შეიძლება ყრუდ დაიხშოს, დიახ ეს 9 ადამიანი, უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც ან ხელს მოაწერს კანონიერებას, სამართლიანობას, მასთან ერთად სიტყვის თავისუფლებას, საკუთრების უფლების დაცვას, ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, შეიტანს საკუთრ თავს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით, ან მიიღებს უკანონო, უსამართლო, საკუთრების უფლების და სიტყვის თავისუფლების შემლახავ გადაწყვეტილებას, ამით შესაძლოა შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ქვეყნის მომავალს, მათთვის შესაძლოა, შავი ასოებით შეიტანს საკუთარ სახელებსა და გვარებს შთამომავლებისთვისაც და მთელი ამ ქვეყნის სახელმძღვანელოებში, ეს არის გარდაუვალი. ბიძინა ივანიშვილები მათთვის მოთხრილი ხეებით მიდიან და მოდიან, საქართველო რჩება. თუ 9 მოსამართლეს სურს შეასრულოს ბარების და ნიჩბების როლი, ეს იქნება მათი არჩევანი, მაგრამ მათი არჩევანი ძალიან მალე გახდება მათი განაჩენი,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

კომენტარები: 1
#1  Samartali
      
რას ელაპარაკება ჩააყუდეთ ციხეში ეს გვარამია.რას ეფერებიან.
5 მარტი 2017 05:22
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი