საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტისას ბელარუსის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილს უნივერსიტეტში ბელარუსის განათლების მინისტრმა იგორ კარპენკომ და უნივერსიტეტის რექტორმა ბორის ხრუსტალოვმა უმასპინძლეს.
უნივერსიტეტის რექტორმა საქართველოს პრეზიდენტს სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა და გიორგი მარგველაშვილს საპატიო პროფესორის დიპლომი გადასცა.
დიპლომის გადაცემის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებისა და მოწვეული სტუმრებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა.
ქვეყნის პირველმა პირმა ძირითადი აქცენტი საქართველო-ბელარუსის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივაზე გააკეთა და ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარულ ურთიერთობებზე გაამახვილა.
სახელმწიფოს მეთაურმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.
საქართველოს პრეზიდენტმა დელეგაციასთან ერთად უნივერსიტეტში გამოფენა დაათვალიერა და საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.