„ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ნათელი დადასტურებაა, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვიზიტი ასევე, გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგები, განსაკუთრებით გამოვყოფდი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ პროექტებს, რომელიც ძალიან წარმატებით ხორციელდება“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ პრესკონფერენციაზე, რომელიც ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა.
ლევან იზორიამ და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალ პეტრ პაველმა მედიის წარმომადგენლებთან განცხადებები თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.
თავდაცვის მინისტრმა ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოს ხელმძღვანელსა და კომიტეტს საქართველოში სტუმრობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნატოს ექსეპრტები აქტიურად არიან ჩართული თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების პროცესში.
ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება:
„ჩვენ გავაღრმავებთ თანამშრომლობას ნატოს სამხედრო კომიტეტთან, რათა თანამშრომლობის ის პრაქტიკული მექანიზმები, რომლებიც არსებობს კიდევ უფრო დაიხვეწოს, რათა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს მეტი უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო თავდაცვისუნარიანი და მდგრადი. რეფორმების განხორციელების მიზანი სწორედ ის არის, რომ გავხდეთ ნატოსთან თავსებადი“.
მინისტრმა ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტი ისორიულ ფაქტად შეაფასა და განსაკუთრებით გამოყო ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკა.
„ექვსი თვის წინ ვმასპინძლობდით ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს - უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს. 2016 წლის ნოემბრის თვეში გვქონდა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნა. სულ ახლახანს, ორი კვრიის წინ, ძალიან წარმატებული ვიზიტი გვქონდა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. დღეს კი, ვმასპინძლობთ ნატოს უმაღლეს სამხედრო ორგანოს - სამხედრო კომიტეტს. მომავალში, აპრილის დასაწყისში გვექნება ნატოს კვირეული, მაისის თვეში, კი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიმართება. ასე რომ, ეს თანამშრომლობა, ეს ურთიერთობა უპრეცედენტო დინამიურობითაა გამორჩეული, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ნატოს მტკიცე მხარდაჭერის პოლიტიკას საქართველოს მიმართ. დიდი მადლობა ნატოს ამ მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ლევან იზორიამ პრესკონფერენციაზე.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.