გენერალი პეტრ პაველი: ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს ორი ქართული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენულ საზღვრებს
02-03-2017, 09:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნატო საქართველოს გვერდით დგას და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს ორი ქართული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენულ საზღვრებს,“ - განაცხადა გენერალმა პეტრ პაველმა ჟურნალისტებთან და საქართველო ალიანსისთვის ღირებულ და სანდო პარტნიორად შეაფასა:

 

 

„ნატოსთვის ღირებულია პარტნიორობა ყველა სახელმწიფოსთან, რომლებიც დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას და თანამშრომლობას ამჯობინებენ კონფრონტაციას. საქართველო კი, სწორედ ასეთი ღირებული პარტნიორია ნატოსთვის. ჩვენს შორის პარტნიორობა საერთაშორისო მისიებში კიდევ უფრო განმტკიცდა. ალიანსმა და საქართველომ ორივემ გაიღეს მსხვერპლი ამ ოპერაციებში. საქართველომ ნატოს მხარდამხარ ბრძოლისას ოცდაათზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ოპერაციებში ერთობლივმა მოქმედებებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საქართველოს, როგორც პარტნიორის საიმედოობა“.

 


ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და განსაკუთრებით გამოყო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომლის 15 პროექტზეც, მათ შორის საჰაერო თავდაცვაზე, საზღვაო უსაფრთხოებაზე, სპეციალური ოპერაციები ძალებსა და სანაპირო დაცვაზე, ალიანსის 26 წევრი და პარტნიორი ქვეყნის 42 საერთაშორისო ექსპერტი მუშაობს.

 

 

„აღნიშნული პაკეტის მთავარ კომპონენტს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო მომზადებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას. ის ასევე, ეხმარება შეიარაღებულ ძალებს გახდეს უფრო ეფექტიანი და აახლოვებს საქართველოს ნატოს წევრობასთან, რაც სამომავლოდ თქვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია“, - აღნიშნა ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოს თავმჯდომარემ.

 


გენერალმა პეტრ პაველმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე კდიევ ერთხელ აღუთქვა მხარდაჭერა:

 

 

„ჩვენ ვაფასებთ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს, რომელიც ნამდვილად არ არის ადვილად განსახორციელებელი, თუ გავითვალისწინებთ რესურსებს, საფრთხეებს და მოსახლეობისთვის სწორი გზავნილების მიწოდებას. კიდევ ერთხელ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ გზაზე ერთად ვართ. ნატო მოწადინებულია გააგრძელოს ამ ძალისხმევაში საქართველოს მხარდაჭერა და გააგრძელოს თქვენი ქვეყნის მომზადება ალიანსში საბოლოო გაწევრიანებისთვის“.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი