მე მოვესწარი საბჭოთა კავშირის დანგრევას, მაგრამ საბჭოთა კავშირის აღდგენას თუ მოვესწრებოდი არ მეგონა მართალი რომ გითხრათ, - აღნიშნული განცხადება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრმა, ქეთევან მსხილაძემ გააკეთა.
იგი მიიჩნევს, რომ მედიაზე „წერტილოვანი დარტყმები" დიდი ხანია ხორციელდება, საბოლოო სურათ კი, „რუსთავი 2"-ის საქმით შეიკრა.
„პირველი ასეთი დარტყმა იყო 2012 წლის არჩევნების შემდეგ მალევე - ეს იყო „საზოგადოებრივ მაუწყებელზე კვესიტაძის და პაიჭაძის გადაცემების დახურვა. და ამის შემდეგ მოდის და მოდის. იცით, ყველაზე დიდი დარტყმა მოდის „რუსთავი 2"-ზე, სულ ყურადღების ცენტრში იყო და ფოკუსირება იყო ამაზე და ვთქვათ, სხვა წვრილ-წვრილი რაღაც მოვლენები შეიძლება გამოეპარა ზოგადად საზოგადოებას თვალთახედვიდან. ქართულ მედიაში ასე ტყუილად, უბრალოდ, სპონტანურად არაფერი არ ხდება, ეს ყოველთვის არის ორკესტრირებული და ამას ვხედავთ ჩვენ", - განაცხადა მსხილაძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.