პარლამენტის სამ კომიტეტს ახალი თავმჯდომარეები ეყოლება
26-03-2015, 01:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების ახალ კანდიდატურებზე შეთანხმდა. პარლამენტის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი გახდება, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის – თამაზ მეჭიაური, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი – ზვიად კვაჭანტირაძე იქნება, დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელად კი თემურ ჭკუასელი სახელდება.

 

“თემურ ჭკუასელია დასახელებული დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემთხვევაში, რომელიც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო კომიტეტია, დასახელებულია ბატონ თამაზ მეჭიაურის კანდიდატურა. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ გია ჟორჟოლიანია წარდგენილი. მე ვფიქრობ, რომ კანდიდატურები არის სწორად შერჩეული და მათი გამოცდილება და კვალიფიკაცია იქნება დაკავებულ თანამდებობებთან შესატყვისი”, – აცხადებს ხუნდაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი