ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას პრეზიდენტის არჩევის უფლება, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინათ გამართულ საგანგებო ბრიფიგზე გააკეთა.
მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ასევე, კონსტიტუციის გადახედვის პროცესში, ქართველ ხალხს მიეცეს შესაძლებლობა თავისი პოზიციის დაფიქსირების.
„ნათლად დაფიქსირდა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში, არა კონსტიტუციის შინაარსობრივ და სიღრმისეულ გადახედვასთან გვაქვს საქმე, არამედ საუბარი არის კონკრეტული პოლიტიკოსის, კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებასთან. როდესაც ლაპარაკია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონკრეტულად ერთი პოლიტიკოსის, კონკრეტულად მოქმედ პრეზიდენტთან მიმართებაში, ეს ნათლად აჩვენებს, რომ მოტივაცია პროცესისა არის არა კონსტიტუციის შინაარსობრივი გადახედვა, არამედ ამ კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული შეხედულებები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.