„რუსთავი 2"-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.
იგი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიასთან დაკავშირებული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
„ეს არ ეხება მხოლოდ ერთ ტელეკომპანიას - სასწორზე დგას საკითხი - ჩვენ მოვახდენთ ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟს თუ ივანიშვილი მოახდენს საქართველოს დემონტაჟს და ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამ ხელისუფლების დემონტაჟი. ეს არის ჩვენი ისტორიული მოვალეობა და ამოცანა. მთელი საქართველო, თითოეული მისი მოქალაქე უნდა გადაიქცეს წინააღმდეგობის და დაუმორჩილებლობის სუბიექტად. ეს წინააღმდეგობა უნდა გადაიზარდოს მასორივ საპროტესტო მოძრაობაში, რომლის შედეგადაც, მთავრობა წავა სახლში ან ციხეში, ხოლო გლობალურად ჩატარდება ახალი საპარლამენტი არჩევნები. ჩვენ მივმართავთ ევროპის სასამართლოს სტრასბურგში, შეაჩეროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პოლიტიკური და უღირსი გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ მიიღეს. მივმართავთ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს და ევროპის კავშირს - გაყინონ ივანიშვილის სისხლიანი კრიმინალური ანგარიშები თავიანთი ქვეყნის ბანკებში და ეს გააკეთონ რაც შეიძლება სწრაფად. მივმართავთ ჰააგის სისხლის სამართლის ტრიბუნალს, დაჩქარდეს ივანიშვილის მიმართ ჩვენ მიერ შეტანილი აპელაციის განხილვა და ამ საშიში კრიმინალის პასუხისგებაში მიცემის პროცესი", - განაცხადა ნათელაშვილმა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს „საქართველოს უბოროტესი მტერი" უწოდა.
„პირდაპირ გულში აღმოგვიცენდა მოსიარულე ბოროტება, რომელსაც ხეები უფრო უყვარს ადამიანებზე, მის მიერ მოტყუებულ ადამიანებზე. რომელსაც ცხოველები უფრო უყვარს, თავისი საკუთარი ცხოველები თავის ქვეყანაზე და ჩვენ ეს ბოროტება, ეს ჭირი, ეს სახადი უნდა მოვიცილოთ", - განაცხადა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.