ჩვენ გამოვრიცხავთ ხისტ მოქმედებებს, ჩვენი მიზანი არის კომპანიის საუკეთესო ინტერესებიდან მოქმედება, - აღნიშნული განცხადება „იმედთან" საუბრისას ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ გააკეთა.
მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების არაღსრულების სამართლებრივი საფუძვლები უკვე აღარ არსებობს.
„ჩვენ მშვიდ რეჟიმში ვეცდებით მოვახდინოთ მენეჯმენტთან ურთიერთობა. გვესმის ეს კონფრონტაციული ფონი, თუმცა, ფაქტია ერთია - მესაკუთრე კომპანიას შეეცვალა და მესაკუთრის მიზანია კომპანიამ გააგრძელოს მუშაობა; ჟურნალისტებს არ შეეზღუდოთ თავიანთი პროფესიული საქმიანობა", - განაცხადა პაატა სალიამ.
კითხვაზე, თუ მოქმედმა მენეჯმენტმა განაცხადა, რომ არ შეუშვებს მფლობელს ტელევიზიაში, მაშინ როგორ განვითარდება პროცესები, ადვოკატი პასუხობს, რომ „მათ ამის უფლება არ აქვთ".
„თუ იქნება მოქმედი მენეჯმენტისგან, აქ უშუალოდ საუბარია დირექტორზე, იმგვარი ქმედება რომ არ მისცემს შესაძლებლობას კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელოს კომპანიამ ურთიერთობა მესაკუთრესთან, ამ შემთხვევაში, ალბათ, მოხდება მისი შეცვლა სხვა ადამიანით, ვინც შეძლებს ამ კონფრონტაციული რეჟიმის დაცხრობას და სამუშაო რეჟიმში გადაყვანას. მე ვფიქრობ, რომ ქიბარ ხალვაში გამოცდილი ბიზნესმენია, მას არაერთი კრიზისული სიტუაცია გადაუწყვეტია და ამ შემთხვევაშიც, ალბათ, ის იპოვის გამოსავალს იმგვარად, რომ კომპანიის ინტერესები და შესაბამისად, მაყურებლის ინტერესები არ დაზარალდეს და „რუსთავი 2"-მა გააგრძელოს მაუწყებლობა და ჟურნალისტები იყვნენ მაქსიმალურად თავისუფალნი და არავინ არ ჩაერიოს მათ საქმიანობაში და სარედაქციო პოლიტიკაში", - განაცხადა პაატა სალიამ.
ადვოკატის თქმით, თუ ვინ დაიკავებს კომპანიის დირექტორის პოსტს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.