„რუსთავი 2"-მა უზენაესი სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა.
„ეს არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ მოთხოვნა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვთხოვთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომ შეაჩეროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება იმ მომენტამდე, სანამ არ იქნება არსებითად განხილული ჩვენი სარჩელი,“ - განაცხადა ტელეკომპანიის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, არ არსებობს სტრასბურგის სასამართლოს მიერ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების პრეცედენტი.
„ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ შანსები ამ სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილების არ არის დიდი, ძალიან მინიმალურია. თუმცა, „რუსთავი 2"-ის გუნდმა, რომელიც არის მებრძოლი გუნდი, ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო მაინც გამოგვეყენებინა შანსი, გვეცადა და შესაბამისად მივმართეთ სასამართლოს,“ - აღნიშნა მურადაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.