საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად მყოფ NATO-ს სამხედრო კომიტეტს შეხვდა.
NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების ვიზიტს კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი პეტრ პაველი ხელმძღვანელობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა NATO-საქართველოს ურთიერთობებზე, სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაზე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც გადაიდგმება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.
NATO- სამხედრო კომიტეტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისათვის. საქართველოს პრეზიდენტმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა NATO -ს სამხედრო კომიტეტს საქართველოს მხარდაჭერისათვის და საქართველოს საოკუპაციო ხაზის მონახულებისათვის.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.