„მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას და სხვების წინააღმდეგობისა კატეგორიულად მოვითხოვე ტელეკომპანია იმედის გახსნა და გავახსნევინე კიდეც“, - აღნიშნული განცხადება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.
„მე ძალიან ხშირად მიწევდა ისეთი განცხადებების გაკეთება რომელიც არ მოწონდა არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას, ამიტომ ორივე მხირდან ვიყავი დარტყმების ობიექტი. მე ძალიან კარგად მახსოვს როგორ ვცდილობდი რომ ნაციონალურ მოძრაობას და ხელისფულებას არ გამოეცხადებინა ბოიკოტი იმედისათვის. მე მიმაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ იმედი გარკვეულწილად მიუკერძოებელი იყო და მე როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს ხშირად რა თქმა უნდა არ მაწყობდა ის რასაც იმედის ეთერში საუბრობდნენ, მაგრამ მე მესმოდა თავისუფალი მედიის ფასი და კატეგორიულად არასწორად მიმაჩნდა ის, რომ ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტს უცხადებდა იმედს. ამას დაადასტურებს ინგა გრიგოლიაც, გიორგი ახვლედიანიც და ყველა ის პირი, ვინც მაშინ მუშაობდა იმედის ტელევზიაში, ასევე ოპოზიციის წამომადგენლებic და ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა ის რომ მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც დახურული იმედი გავხსენი, მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას და სხვების წინააღმდეგობისა, მე კატეგორიულად დავსვი საკითხი, რომ იმედი აუცილებლად უნდა გახსნილიყო. შეგიძლიათ არქივშიც ნახოთ მასალა როდესაც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გავაკეთე პრესკონფერენცია, სადაც საზოგადოებას გავაცანი დღის გეგმა, თუ რომელ საათზე დატოვებდა პროკურატურა და საგამოძიებო უწყებები ტელეკომპანია იმედს, მე ეს გავაკეთე იმისათვის, რომ შემდეგ ვეღარ გადაეხვიათ ჩემს მიერ გაცხადებული გეგმისგან“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.