ევროპის სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი „რუსთავი 2"-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „მკვეთრად არასწორსა" და „პოლიტიკურს" უწოდებს.
იგი მიიჩნევს, რომ „ვიდრე „რუსთავი 2"-ის ბედი არ გაირკვევა, ვიზა-ლიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს".
„ეს არის მკვეთრად არასწორი გადაწყვეტილება, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს და მის მთავრობას. ეს გააკეთეს ვიზა-ლიბერალიზაციის მიღებიდან მეორე დღეს, რაც ევროკავშირის დაცინვა იყო. ასეთ ვითარებაში, ვიდრე არ გაირკვევა „რუსთავი 2"-ის ბედი, ვიზა-ლიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს, რადგან საქართველო არ ასრულებს კრიტერიუმებს. ევროკავშირს აქვს ყველა საბაბი, რომ თავი იგრძნოს მოტყუებულად საქართველოს მიერ. ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო რეჟიმს, მაგრამ არა ეს მთავრობა, რომელიც კულისებიდან იმართება ივანიშვილის მიერ. რაც შეეხება შეჩერების შესაძლებლობას - დიახ, ის არსებობს. თუ ვიზა-ლიბერალიზაციის გადაწყვეტილებას არ გამოვაქვეყნებთ რვა მარტს, ამ შემთხვევაში, ის ძალაში ვერ შევა. მე წერილობით მივმართავ კომისიას, რომ სავიზო რეჟიმის გადაწყვეტილების გამოქვეყნება შეაჩეროს“ - აღნიშნა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.