სტრასბურგის სასამართლომ, პირველად საკუთარი არსებობის ისტორიაში, შეაჩერა საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, - აღნიშნული განცხადება „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინათ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„მსგავსი ზომა არ გამოუყენებია სტრასბურგის სასამართლოს არასდროს გარდა იმ საქმეებისა, რომლებიც ეხება ადამიანების წამებას, ან საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, ან ეხება ადამიანების ექსტრადაციას", - განაცხადა გვარამიამ, რომლის თქმითაც, ევროსასამართლოს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე დროებით შეაჩერა იმისათვის, რომ საქმის არსში გაერკვეს.
„რუსთავი 2"-მა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თხოვნით სტრასბურგის სასამართლოს დღეს მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.