სტრასბურგში დუშეთის, თიანეთისა და კასპის მუნიციპალიტეტებსა და ევროპის საბჭოს შორის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რაც საშუალებას მისცემს აღნიშნულ სამ მუნიციპალიტეტს ევროსაბჭოს დაფინანსებით პროექტები განახორციელოს.
მუნიციპალიტეტებმა ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროგრამის - „ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება” ფარგლებში გამართულ კონკურსში გაიმარჯვეს, შედეგად კი, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ევროპის კავშირი ევროპის საბჭოს მეშვეობით, მუნიციპალიტეტებში კარგი მმართველობის წახალისებაზე ორიენტირებულ პროექტებს დააფინანსებს.
ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც ევროპის საბჭოს შენობაში 1 მარტს გაიმართა, ევროპის საბჭოს კონგრესის გენერალური მდივანი ანდრიას კიფერი, თანამშრომლობის პროგრამის მენეჯერი მარიტე მორასი და ევროპის საბჭოს სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა დუშეთის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა, თიანეთის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა და კასპის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა მიიღეს.
საქართველოს დელეგაცია სამშობლოში დღეს, გამთენიისას დაბრუნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.