ირაკლი ღარიბაშვილი ლარის კურსის დასტაბილურებას ზაფხულიდან ელოდება
26-03-2015, 03:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მასმედიასთან შეხვედრაზე ლარის კურსთან დაკავშირებითაც ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ  სავალუტო პროცესები სწორედ საგარეო ფაქტორების ზეგავლენას უკავშირდება. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა უცხოეთიდან რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის შემოდინებას ელოდება, რაც ლარის კურსის დასტაბილურებას გამოიწვევს.

 

“სავალუტო კუსზე დიდი ზეგავლენა მოახდინა დოლარის გამყარებამ მთელ მსოფლიოში აბსოლუტურად ყველა ვალუტის მიმართ, მათ შორის ევროს მიმართაც და აგრეთვე რეგიონში არსებულმა რთულმა ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა პრობლებმა განაპირობა ის, რომ ჩვენი ვალუტა გაუფასურდა, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვართ გამონაკლისი. მე როგორც გითხარით, ეს შეეხო რეგიონის ყველა ქვეყანას. მინდა რამდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ. ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა აზერბაიჯანი, რომელიც არის ჩვენზე ორჯერ, სამჯერ მეტად მდიდარი სახელმწიფო, გეტყვით რომ დეკემბერში აზერბაიჯანმა დახარჯა 1,2 მილიარდი დოლარი იმისათვის, რომ შეენარჩუნებინა კურსი იანვარში. სომხეთში საგანგებო ვითარებაა, დახარჯეს ნახევარი მილიარდი და შეიძლება უფრო მეტი, 600 მილიონი დოლარი, მაგრამ ვერ შეინარჩუნეს კურსი. მოლდოვაში იგივე ვითარებაა, 700 მილიონი დაიხარჯა მათი რეზერვებიდან და გვაქვს პრაქტიკულად იგივე ვითარება, რაც სხვა ქვეყნებში. ანალოგიური ვითარება არის ევროპის სხვა სახელმწიფოებში, ევროს მიმართაც გამყარდა დოლარი და რა თქმა უნდა ჩვენი სავაჭრო პარტნიორები უკრაინა და იქ განვითარებული მოვლენები ნეგატიურ ეფექტს ტოვებს ჩვენს ეკონომიკაზე. ასევე რუსეთში განვითრებული მოვლენები და ზოგადად რეგიონებში არსებული რთული ვითარება,” განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 3
#3   tech
      
A good blog always comes-up with new and exciting information and while reading I have feel that this blog is really have all those quality that qualify a blog to be a one. ทดลองเล่น บาคาร่า ฟรี
8 ივნისი 2022 01:36
#2   tech
      
I will really appreciate the writer's choice for choosing this excellent article appropriate to my matter.Here is deep description about the article matter which helped me more. real nominal personal account examples
14 მაი 2022 02:38
#1   tech
      
I wanted to leave a little comment to support you and wish you a good continuation. Wishing you the best of luck for all your blogging efforts. คาสิโนออนไลน์ อันดับ1
22 აპრილი 2022 01:59
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი