ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 80-იანი წლების შემდეგ, პირველად, მეორე სვირისა და სადგურ სვირის დამაკავშირებელი გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას ზესტაფონის გამგეობა ავრცელებს.
მათი ცნობით, მეორე სვირისა და სადგურ სვირის დამაკავშირებელი 7,5-კმ-იანი გზის აღდგენის პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ არის დაფინანსებული, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
„აღსანიშნავია, რომ გზას რეაბილიტაცია 80-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებია, რის გამოც, ბეტონის საფარი ფაქტობრივად განადგურებული იყო და მასზე გადაადგილება შეუძლებელი. პროექტის დაწყებამდე აღნიშნული მონაკვეთის დაფარვას თითქმის ნახევარი საათი ჭირდებოდა, პროექტის დასრულების შემდეგ კი 7,5-კმ-იანი გზის გავლა 10 წუთში გახდება შესაძლებელი.
მშენებლობაზე 60 ადამიანია დასაქმებული. 7,5 კმ-იანი გზის სიგანე 6 მეტრია. პროექტის ფარგლებში, გზის მთლიან მონაკვეთზე მოეწყობა 18-სმ-იანი არმირებული ცემენტობეტონის საფარი, ზედაპირული წყლების აცილების ქსელი, წყალგამტარი მილები, რკინა-ბეტონის ღარები და გრუნტის პროფილირებული არხები. ამის გარდა, უსაფრთხოების მიზნით, გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების მონტაჟი. პროექტი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება", - აღნიშნულია ზესტაფონის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.