მიხეილ სააკაშვილი: მე ვარ ძალიან გაბრაზებული საქართველოს მტრებზე - ივანიშვილზე, რომელმაც პრაქტიკულად ნულზე დაიყვანა ის, რაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში შევქმენით
04-03-2017, 09:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე ვარ ძალიან გაბრაზებული საქართველოს მტრებზე - ივანიშვილზე, რომელმაც პრაქტიკულად ნულზე დაიყვანა ის, რაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში შევქმენით, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქალთა ორგანიზაციის მეორე ყრილობაზე ჩართვისას გააკეთა.

 

 

სააკაშვილი ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, „ქვეყანა მათ უნდა დავატოვებინოთ, ვინც საჭმლის ფული არ დაგვიტოვა".

 

 

„მხვდებიან ხოლმე სადღაც ქართველები, პირველი კითხვაა, აბა გადაგიარა წყენამ საქართველოზე? არასდროს არ ვყოფილვარ და ვერ ვიქნები ნაწყენი საქართველოზე, ჩემს ხალხზე, მაგრამ მე ვარ ძალიან გაბრაზებული საქართველოს მტრებზე, ივანიშვილზე, რომელმაც, პრაქტიკულად, ნულზე დაიყვანა ის, რაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში შევქმენით, მაგრამ ხომ ჩვენ შევქმენით, ხომ ცოცხლები ვართ, ხელახლა ავაშენებთ იმიტომ, რომ ვინც ერთხელ ააშენა, მეორეჯერ, მესამეჯერ, მეოთხეჯერ ააშენებს. ახლა ჩვენ მოგვცეს უვიზო მიმოსვლა, რა თქმა უნდა, ბევრი ნორმალური ადამიანი ისევ იფიქრებს საქართველოს დატოვებაზე. მე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ვიმოგზაუროთ, ვიცი, რომ გვიჭირს, ბევრი პრობლემაა, ვიცი, რომ საჭმლის ფულის პრობლემაა, მაგრამ დატოვების დრო არ არის. მოდი, იმათ დავატოვებინოთ, ვინც საჭმლის ფული არ დაგვიტოვა; მოდი, იმათ დავატოვებინოთ, ვინც საარსებო სივრცე გადაგვიკეტა, მაგრამ თქვენ ნუ წახვალთ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

„ნაციონალური მოძრაობის" ქალთა ორგანიზაციას თინა ბოკუჩავა უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება ორგანიზაციის 600-მდე დელეგატმა ერთხმად მიიღო. დღესვე ქალთა ორგანიზაციის ყრილობაზე მმართველი საბჭოს 15 წევრი აირჩიეს.

 

 

კომენტარები: 2
#2   David
      
მიშიკოს თურმე წყენამ გაუარა! ის კი სულ არ აინტერესებს საქართველოს თუ გაუარა წყენამ? არ აინტერესებს და არც არასდროს იქნება მისთვის საინტერესო, რადგან მას საკუთარი თავი საქართველო ჰგონია! რაც უფრო ცუდად არის აქ საქმე, მით უფრი ფრთაშესხმულია! რატომ, იმიტომ რომ საქართველოს ქომაგია? არა იმიტომ რომ საკუთარი თავის ქომაგია! ბიუჯეტი და ეკონომიკა იზრდებოდაო, მერე რის ხარჯზე? გაყიდა ყველაფერი ღირებული საქართველოში, აბსოლურური უმეტესობა რუსებზე! ბიუჯეტს საავადმყოფოებში და პროკურატურაში გატყავებული ხალხის ხარჯზე ავსებდა მისი საძმო! მის პარტიულ ნეოკრატიას ნაძარცვი ფული ოფშორებში გაქონდა და იქიდან აფინანსებდა საკუთარ ბიზნესებს! ამას ეძახის მიშიკო ეკონომიკის აღორძინებას!? თუმცა ახლა ეს ნაძარცვი ფული უკვე უკან აღარ შემოდის, საზღვარგარეთულ ანგარიშებზე ილექება, ქვეყანა ნაწუწნ კანფეტს ემსგავსება! ისევ მონოპოლიები და ბანკების არაპროფილური ბიზნესი ახრჩობენ ქვეყანას! რომელი ჯობს? ყაჩაღობას და ციხეში გაუპატიურებას, სისხლიანი ფულით დაგებულ გზებს ყველაფერი ჯობს, საქართველო გამოსავალს მაინც მოძებნის მიშუკოს და ბიძინას გარეშეც!
5 მარტი 2017 01:30
#1   Gocha Sulxanishvili
      
ქვეყანას უმოწყალოდ ყიდიან ამდენი მოღალატყე თუ იქნებოდა ქართველ ხალხში ვერ წარმოვიდგენდი ყველაფერი გაძვირდა ხალხს ძალიან უჭირს სამსახურები არ არი ბევრი ვიცი ორი სამი დღე საჭმელსაც ვერ ჭამს სამაგიეროთ მთავრობა ზის ყოველდღე რესტორანში
4 მარტი 2017 10:13
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი