დონალდ ტრამპი ბარაქ ობამას ბრალს სდებს, რომ მის სატელეფონო ჩაწერებს ახორციელებდა - ობამას წარმომადგენელი კი აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს
05-03-2017, 00:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრალდება, რომ მისმა წინამორბედმა ტრამპის ტელეფონების ჩაწერის ბრძანება გასცა „უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება". აღნიშნული განცხადება ბარაქ ობამას წარმომადგენელმა, კევინ ლუისმა გააკეთა.

 

 

მან თქვა, რომ „არც პრეზიდენტ ობამას და არც თეთრი სახლის არც ერთ ოფიციალურ პირს არასოდეს გაუცია ბრძანება აშშ-ის ნებისმიერი მოქალაქის მოსმენაზე ზედამხედველობა განეხორციელებინა".

 

 

ლუისმა ეს განცხადება დონალდ ტრამპის საპასუხოდ გააკეთა. ტრამპმა „თვითერზე" დაწერა: „საშინელებაა! ეს-ესაა აღმოვაჩინე, ობამა ჩემს ტრამპ თაუერში, ჩემს გამარჯვებამდე ჩანაწერებს აკეთებდა. ვერაფერი იპოვეს. ეს არის მაკარტიზმი!"(მაკარტიზმი უკავშირდება ამერიკელი კომუნისტების და მათი მოკავშირეების დევნას, რომელსაც 1950-იან წლებში სენატორი ჯო მაკარტი ხელმძღვანელობდა).

 

 

ლუისის განცხადებაში ნათქვამია: „ობამას ადმინისტრაციის კარდინალური მმართველობა იყო ის, რომ თეთრი სახლის არც ერთი ოფიციალური პირი არასოდეს ჩარეულა რაიმე დამოუკიდებელ გამოძიებაში, რომელსაც იუსტიციის დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა.

 

 

დონალდ ტრამპმა, რომელიც ფლორიდის კურორტზე იმყოფება, „თვითერზე" განცხადებები სერიულად გამოაქვეყნა. ერთ-ერთ განცხადებაში ვითომცდა ჩანაწერებზე მან თქვა, რომ „ეს არის ნიქსონ/ვოთერგეითი", რითაც მან დაიმოწმა რიჩარდ ნიქსონის ყველაზე ყბადაღებული პოლიტიკური სკანდალი - „ვოთერგეითი", რამაც პრეზიდენტ ნიქსონის თანამდებობა შეიწირა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი