ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ლტოლვილთა ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს გარეთ უნდა გაიხსნას და მან ამგვარი ცენტრების განთავსების შესაძლო ადგილებად ეგვიპტე, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთი დაასახელა.
გერმანულ გაზეთ ,,ბილდთან'' საუბრისას მან თქვა: „ჩვენ გვჭირდება ლტოლვილთა ცენტრები ევროკავშირის გარეთ", მაგრამ აღნიშნა, რომ ბანაკების ლოკაციებს მნიშვნელობა არ აქვს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ბანაკებმა „უზრუნველყონ დაცვა" და „ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან ევროპაში უკანონოდ შესვლას, უკან იქნენ დაბრუნებული".
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ლტოლვილთა ბანაკების ეგვიპტეში, საქართველოში და დასავლეთ ბალკანეთში განთავსებით არალეგალი ემიგრანტებისთვის ხმელთაშუა ზღვის მარშრუტი ჩაიკეტება.
„უფრო ადვილია ვიღაცა ევროკავშირის საზღვრების გარედან დააბრუნო უკან, ვიდრე მაშინ, როცა ისინი ვენისა თუ ბერლინის ბინებში არიან შესულნი '', განაცხადა კურცმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.