ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა გეგმიურ სამხედრო წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა
06-03-2017, 01:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიური სამხედრო წვრთნები გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლებაში საქართველოს შეარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ძალების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა.

 


„ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საცეცხლე მომზადებაში, პირობითად დაშავებულის პირველად სამედიცინო დახმარებაში და ევაკუაციაში, ასევე სიტუაციურ და აერომობილურ წვრთნებში გაიარეს მომზადება. სწავლებები ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების სხვადასხვა სექტორში განხორციელდა.

 


სამხედრო წვრთნები ქართველ სამხედროებს სისტემატიურად უტარდებათ. 32-ე ბატალიონის შტაბის უფროსის განცხადებით, აღნიშნული წვრთნები ქვედანაყოფში საბრძოლო მომზადებისა და მოტივაციის მაღალი დონის შენარჩუნებას ემსახურება.

 


საქართველოს შეარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი და ეროვნული გვარდიის სრაფი რეაგირების ძალების ოცეული, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. ქართული ქვედანაყოფების მთავარი ამოცანა ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვა, ასევე დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის კონტროლია", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი