საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტად გერმანიაში გაემგზავრა
06-03-2017, 02:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბერლინში, გერმანიის ბუნდესტაგში გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის, კარინ შტრენცის მიწვევით გაემგზავრა.

 

 

საქართველოს პარლამენტის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ლევან კობერიძე, ზაზა ხუციშვილი, ანრი ოხანაშვილი, სერგო რატიანი და პარლამენტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ნათენაძე არიან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ხელმძღვანელობს.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საპარლამენტო დელეგაციის წევრები მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. დაგეგმილია შეხვედრები ბუნდესტაგის ვიცე პრეზიდენტთან და სხვადასხვა კომიტეტების ხელმძღვანელებთან. ასევე, შეხვედრები გაიმართება გერმანიის საგარეო საქმეთა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროებსა და ფედერალური კანცლერის სამსახურის წარმომადგენლებთან.

 

 

ვიზიტისას შეხვედრები გაიმართება ბერლინურ-ქართული და ბრანდერბურგულ-ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან.

 

 

გერმანიაში ქართველ კანონმდებელთა სამუშაო ვიზიტი 10 მარტამდე გაგრძელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი