მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, რომ ყველა ხმის, მათ შორის, მთავრობისადმი კრიტიკული ხმების წვდომა უზრუნველყოფილი იყოს. მთავრობამ უნდა დაიცვას კრიტიკული ხმები და უზრუნველყოს მათი წვდომა ხალხისადმი, რომ ხალხმა გაიგოს ეს კრიტიკა. ჩვენ განვაგრძობთ მედიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერას, აღნიშნული განცხადება საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" უახლესი გამოწვევების შესახებ მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა.
ელჩმა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნად მისი მუშაობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მომხრეა იმისა, რომ მედიამ ანგარიშვალდებულად ამყოფოს მთავრობა.
„მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი, მედიაპლურალიზმის მტკიცე დამცველი ვიყავი. მომხრე იმისა, რომ მედიამ ანგარიშვალდებულად ამყოფოს მთავრობა. ჩემი გამოცდილებიდან, 2009-2010 წლებში, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნად ვმუშაობდი, ურთიერთობა მთავრობასა და მედიას შორის შემიძლია აღვწერო, როგორც დაპირისპირებული ურთიერთობები, მაგრამ მე ასევე დიდ პატივს ვცემდი იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ყოველდღე ბრიფინგზე მოდიოდნენ. ისინი მაიძულებდნენ მე ვყოფილიყავი გულწრფელი, ღია. მე მართლაც დიდად ვაფასებ მედიის მნიშვნელობას იმ კუთხით, რომ მთავრობა ანგარიშვალდებული დარჩეს და დემოკრატიის შენარჩუნდეს.
მთავრობის ყველაზე მთავარი საზრუნავი თავისუფლებების შენარჩუნებაა და დამოუკიდებელი მედია ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. საქართველო მოდელია ამ რეგიონისთვის ამ კუთხით. საქართველო დემოკრატიის განვითარების კუთხით წინ მიიწევს, ხოლო რეგიონის სხვა ქვეყნები კი უკან მიდიან დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. საქართველო სამაგალითო მოდელია ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ თემებზე, ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვინდა, საქართველო წარმატებული იყოს“, - განაცხადა იან კელიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.