„მივესალმები პრემიერ მინისტრის ამ ინიციატივას. ეს იქნება სპეკულაციის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ შეიქმნება ობიექტური წყარო, რომელიც მედიაში არსებულ მდგომარეობას დააკვირდება და საზოგადოებას მედია სივრცეში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის“, - პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე შეფასებით, მედიასივრცე დღეს არის გახსნილი და თავისუფალი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ, მათ შორის, ძალიან კრიტიკულ ტელევიზიასაც არ შეექმნას რაიმე დაბრკოლება საკუთარი მაუწყებლობის განხორციელების კუთხით. მე იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება მომავალშიც. ეს ინიციატივა რითაც პრემიერ მინისტრი გამოვიდა, ხელს შეუწყობს ამ მხრივ რომ არათუ რეალობაში არ იქნას პრობლემები, არამედ რაიმე კითხვის ნიშნებიც არ გაჩნდეს საზოგადოებაში“, - განაცხადა ხულორდავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.