ქიბარ ხალვაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ტელეკომპანიასა და სახელმწიფოს შორის დავაში მესამე მხარედ ჩართვის მოთხოვნით მიმართავს.
ხალვაში თავის ადვოკატთან, პაატა სალიასთან ერთად, სტრასბურგის სასამართლოში ცოტა ხნის წინათ მივიდა.
მან „რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, რომ დავაში მესამე მხარედ ჩართვის მოთხოვნით სასამართლოს წერილობით მიმართავს.
„წერილი უნდა ჩავაბაროთ, ვთხოვოთ რომ მესამე მხარედ ჩაგვრთონ. სახელმწიფოს პარალელურად არა, ჩემი პირადი უფლებების დასაცავად მოვედი, ქონებრივი უფლებების და ყველაფრის. მეორედ ვარ აქ მოსული, პირველადაც სააკაშვილის გამო, როდესაც ლტოლვილი ვიყავი და ვიდევნებოდი და დღეს მეორედ ვარ მოსული.
სტრასბურგის გადაწყვეტილებას არ ვაკრიტიკებ, არავითარი გადაწყვეტილება არ ყოფილა, შეაჩერეს უბრალოდ, მივესალმები მეტი არაფერი. რაც აქამდე გაუკეთებია იმას გააკეთებს სტრასბურგი, გამარჯვება რა შუაშია, ესენი არ ადგენენ გამარჯვებულს და დამარცხებულს. მე მხარე არ ვარ, მე ჩემი უფლებების დასაცავად მოვედი.
წერილი არის რომ მე მომისმინონ, რომ მეც მართალი ვარ ამ საქმეში. რუსთავი 2-სა და სახელმწიფოს შორის არის დავა, შეიძლება ჩემი უფლება დააზიანოს, ამ პირადი უფლების დასაცავად მოვედი,"- განაცხადა ხალვაშმა, რომელიც ირწმუნება, რომ სტრასბურგში ერთსა და იმავე პერიოდში მისი და ქართველი მინისტრების ყოფნა ერთმანეთთან კავშირში არ არის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.