გაბრიელა ბატანი-დრაგონი: ევროპის საბჭო დადებითად აფასებს საქართველოს ძალისხმევას ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში
06-03-2017, 23:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპის საბჭო დადებითად აფასებს საქართველოს ძალისხმევას ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში, საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნული განცხადება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, გაბრიელა ბატანი-დრაგონიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

 

„ჩვენ უკვე წლების განმავლობაში გვაქვს ძალიან მჭიდრო და ღია დიალოგი საქართველოსთან. გვაქვს შემუშავებული მოქმედების სპეციალური გეგმა, კერძოდ თანამშრომლობის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ვეხმარებით საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. ჩვენ ერთად ვმუშაობთ სასამართლო სისტემის გაძლიერებაში და ასევე სხვა საკითხებში, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, - განაცხადა გაბრიელა ბატანი-დრაგონიმ.

 

 

მან აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან და ამ კუთხით, აფასებს საქართველოს ხელისუფლების ძალიან დადებით დამოკიდებულებას ევროპის საბჭოსა და ადამიანთა უფლებების ევროპული სასამართლოს მიმართ, ასევე საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში.

 

 

სტრასბურგში ვიზიტისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოში, ევროპის საბჭოს საპალამენტო ასამბლეაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გამართა შეხვედრები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი