სტრასბურგში სამუშაო ვიზიტისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისში შეხვედრა გამართა. მინისტრი კაბინეტის უფროსს, იზილ გაშეს შეხვდა.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე. მიხეილ ჯანელიძემ კომისრის ოფისს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სასამართლო სისტემის რეფორმისა და საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის შესახებ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობას. მინისტრმა კომისრის ოფისს მიაწოდა ინფორმაცია ბოლო განვითარებებზე, მათ შორის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონის სოფლებში ე.წ. გადასასვლელების დახურვის ფაქტსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 9 აპრილს დანიშნულ ე.წ. „რეფერენდუმზე“. აღინიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯები უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მიმართულია ოკუპირებული ტერიტორიების სრული იზოლირებისკენ", - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.