გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სამინისტროს მიერ რეგიონში განხორცილებული პროექტები, გარემოსდაცვითი გამოწვევები და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.
„მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ალაზნის ჭალის ტყეებში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა, რაც მერქნის უკანონო მოპოვებით, საქონლის არარეგულირებული ძოვებით, ტბორების მოწყობითა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების გამოყენებით არის გამოწვეული. ჭალის ტყის ფართობები საგრძნობლად შემცირდა, დარჩენილი ტყეები საკმაოდ დეგრადირებულია და მათი გარემოსდაცვითი ფუნქციები, მედეგობა კატასტროფული მოვლენებისადმი შესუსტებულია.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორულ გაზომვებზე, ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობაზე, შირაქის ველზე ქარსაფარ ზოლებსა და სამონადირეო მეურნეობებზე", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებას მხარის რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.