საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გამოთქმულ ინიციატივას იწონებს.
„საქართველო არის მოდელი დემოკრატიული განვითარების და მმართველობის. გვჯერა, რომ პრემიერ მინისტრი და მისი გუნდი განაგრძობენ ამ მიმართულებით მუშაობას. ამ პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება თავისუფალ მედიას. მე პირადად, მივესალმები ომბუდსმენის ინსტიტუტს, რადგან მედია უდიდეს როლს თამაშობს დემოკრატიულ პროცესში", - განაცხადა იან კელიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გუშინ გამოვიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.