საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყატარის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა
07-03-2017, 03:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყატარის სახელმწიფოს ელჩს, მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფას შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობის პრესპექტივებზე ისაუბრეს.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2016 წელს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები იყო მზარდი და აუცილებელია ამ ტენდენციის შენარჩუნება. მისივე თქმით, ტურიზმის ზრდას ხელს უწყობს ყატარის ავიახაზების საკმაოდ აქტიური მიმოსვლა თბილისსა და დოჰას შორის და სასურველია, თუ კიდევ უფრო გააქტიურდება ხალხთა შორისი ურთიერთობები.

 

 

საგარეო პრიორიტეტებზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი ცალსახად პრო-დასავლურია და საქართველოს სურს გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების ნაწილი, რასაც ადასტურებს პარლამენტის მიერ, გასული წლის დეკემბერში მიღებული რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის, ამავე დროს, პრიორიტეტულია ურთიერთობების გაღრმავება ახლო აღმოსავლეთში ყურის ქვეყნებთან, რასაც ცხადყოფს რამდენიმე კვირის წინათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ყურის ქვეყნების სამდივნოს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი.

 

 

ირაკლი კობახიძემ პარლამენტების დონეზე თანამშრომლობის გააქტიურებაზე და ორმხრივი ვიზიტების დაგეგმვის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ყატარის სახელმწიფოს ელჩს განუცხადა, რომ საქართველოს არასდროს დაავიწყდება ის სოლიდარობა, რაც ყატარის მთავრობამ 2015 წელს, თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს გამოავლინა. „მაშინ, ყატარის მთავრობამ სერიზული ფინანსური დახმარება აღმოუჩინა საქართველოს. ძალიან ვაფასებთ ამ გადაწყვეტილებას და მას ძლიერი მეგობრობის ნათელ დასტურად აღვიქვამთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ყატარის სახელმწიფოს ელჩის, მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფას განცხადებით, ყატარის საელჩოს არსებობა თბილისში და საქართველოს საელჩოს ფუნქციონირება დოჰაში ხელს უწყობს ეკონომიკური, კულტურული და ხალხთა შორისი კავშირების კიდევ უფრო გამყარებას.

 

 

ყატარის ელჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს პირადად გადასცა მოწვევა დოჰას ფორუმზე დასასწრებად, რომელიც მაისის თვეში გაიმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი